ტრანსფერი საქართველოში: ფასები,მომსახურებები,როგორ შეუკვეთოთ

ტრანსფერი საქართველოში: ფასები,მომსახურებები,როგორ შეუკვეთოთ

გთავაზობთ ისარგებლოთ შეღავათფასიანი ტრანსფერით მთელს საქართველოში.ტრანსფერის საშუალებით თქვენ შეძლებთ დროულად და კომფორტულად იმგზავროთ:აეროპორტი,რკ.სადგური,ავტოსადგური,სასტუმრო ან სხვა ნებისმიერი წერტილიდან თქვენთვის სასურველ ადგილზე.ასევე შეგიძლიათ იმოგზაუროთმთელს ქვეყანაში და მოინახულოთ უახლოესი ღირშესანიშნავი ადგილები პასუხისმგებლიან და გამოცდილ მძღოლებთან ერთად თქვენს მიერ წინასწარ შედგენილი მარშუტით. 

რა არის ტრანსფერი?

ტრანსფერი-ეს არის წინასწარ შეკვეთილი მგზავრობა დამკვეთის მიერ შედგენილი მარშუტით.ხშირად უკვეთავენ ტრანსფერს,რათა დროულად,კომფორტულად და უსაფრთხოდ იმგზავრონ აეროპორტიდან სასტუმროში ან პირიქით.ტრანსფერის სახეობიდან გამომდინარე გამოიყენება:მსუბუქი ავტომობილი,მინივენი,მიკროავტობუსი და ავტობუსები.

რა განსხვავებაა ტრანსფერსსა და ტაქსში?

  • ტრანსფერი-არის წინასწარ დაჯავშნილი ავტომობილი სპეციალურად თქვენთვის და არ გიწევთ ლოდინი როგორც ტაქსის გამოძახების შემთხვევაში.
  • ტრანსფერის შეკვეთის შემთხვევაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ ავტომობილის მოდელი და კლასი.
  • ტრანსფერის მძღოლი აუცილებლად შეგხვდებათ დანიშნულ ადგილზე და დაგეხმარებათ ბარგთან მიმართებაში.
  • ტრანსფერი შედარებით ძვირია,მაგრამ არის უფრო კომფორტული,მოსახერხებელი,საიმედო და უსაფრთხო  გადაადგილების საშუალება.
  • ტაქსის გამოძახების შემთხვევაში თქვენ იხდით მანქანის მიწოდების და კილომეტრაჟის საფასურს,ამიტომ ხშირ შემთხვევაში არ გეცოდინებათ თუ რა თანხა დაგიჯდებათ მგზავრობა.ტრანსფერის შემთხვევაში კი წინასწარ ხდება შეთანხმება როგორც ფასზე,ასევე ყველა ნიუანსზე. 
  • ტრანსფერის შეკვეთისას ყოველგვარი პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას და არა კერძო პირს,რაც გაძლევთ უპირატესობას მოულოდნელად შექმნილი პრობლემების დროს.

მომსახურება

გთავაზობთ კომფორტაბელურ ავტომობილებს კვალიფიციური მძღოლებით,რომლებიც დანიშნულ დროზე გამოცხადდება თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე.

ანგარიშსწორება

ბათუმიდან ტრანსპორტის შეკვეთის შემთხვევაში ანგარიშსწორებას ახდენთ მძღოლთან.ხოლო სხვა ქალაქების შემთხვევაში საჭიროა ღირებულების 50%-ის წინასწარ გადახდა.

როგორ შეუკვეთოთ ტრანსფერი?

ტრანსფერის შესაკვეთად საჭიროა დაუკავშირდეთ(დაურეკოთ ან მიწეროთ sms) მძღოლს.შეტყობინებაში მიუთითეთ: სად მიემგზავრებით, მგზავრთა რაოდენობა,თარიღი, შეხვედრის დრო და ადგილი.ამის შემდეგ ავტომობილი იქნება დაჯავშნული შკვეთის შესასრულებლად.

ყველა ფასი აქტუალურია და მითითებულია ეროვნულ ვალუტაში ლარში.

თბილისიდან

მიმართულება 1-4 მგზავრი 5-8 მგზავრი
ბათუმი 190 ₾ 240 ₾

ბათუმიდან

მიმართულება 1-4 მგზავრი 5-8 მგზავრი
აეროპორტი-ქ.ბათუმი 20 ₾ 30 ₾
თბილისი 190 ₾ 240 ₾
ქუთაისი 100 ₾ 130 ₾
ფოთი 70 ₾ 90 ₾
ურეკი 60 ₾ 60 ₾
ციცინათელა 50 ₾ 50 ₾
ქობულეთი 30 ₾ 40 ₾
სარფი 25 ₾ 35 ₾
მესტია 210 ₾ 270 ₾
ბაკურიანი 180 ₾ 220 ₾
ბორჯომი 170 ₾ 210 ₾
გუდაური 320 ₾ 390 ₾
სურამი 170 ₾ 210 ₾
აბასთუმანი 250 ₾ 290 ₾
მომსახურება მინივენით